11 მაისს გამართულ ელ კლასიკოში ვინისიუსს და ინიგო მარტინესს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ.
მატჩის მსვლელობისას ინიგომ ვინისიუსს სიმულაციაში დასდო ბრალი: "ჩაყვინთე. ზუსტად ვიცი, რომ ჩაყვინთე."
რაზეც ბრაზილიელმა უპასუხა: "შენ კი ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდოდა, მაგრამ ვერ მოიგე. ვერა, ვერ მოიგე."
ჩემპიონთა ლიგაზე რეალი 1/4 ფინალში არსენალთან დამარცხდა, ბარსელონა კი ნახევარფინალში ინტერთან გამოვარდა.