ლუკას ვასკესი მადრიდის რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თუ იქამდე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ესპანელი ფეხბურთელი რეალთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, შემდეგ კი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ლუკასის წასვლა პირველ რიგში გუნდში ტრენტ ალექსანდრ არნოლდის მოსალოდნელი მოსვლით არის გამოწვეული.
ვასკესი რეალის სისტემაში 2007 წლიდან იმყოფება, პირველი გუნდის მაისურით მან 398 მატჩი ჩაატარა და 21 ტიტული მოიგო, მათ შორის 4 ლა ლიგა და 5 ჩემპიონთა ლიგა.