FootMercato-ს ინფორმაციით, სიმონე ინძაგიმ საუდის არაბეთის კლუბ ალ ჰილალთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ამ ეტაპზე იტალიელს არაფერი გაუფორმებია, რადგან მთლიანად ხვალინდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული.
თუმცა, როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ინძაგი ფინალის შემდეგ ინტერს დატოვებს და ალ ჰილალს ჩაიბარებს.
ჯერჯერობით პირადი კონტრაქტის ციფრებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ინძაგი მზადაა, ინტერი ფინალის შედეგის განურჩევლად დატოვოს.
ყველაფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაირკვევა.