მილანის ოფიციალური გვერდის განცხადებით, მასიმილიანო ალეგრი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია.
იტალიელმა სპეციალისტმა როსონერისთან 3-წლიანი (2+1) კონტრაქტი გააფორმა. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟიო კონსეისაო შეცვალა.
ალეგრი მილანს 2010-2014 წლებში წვრთნიდა და როსონერის სერია ა და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.
57 წლის იტალიელი 2014-2019 და 2021-2024 წლებში იუვენტუსში მუშაობდა, ტურინიდან წამოსვლის შემდეგ კი თავისუფალი იყო.