მსოფლიოს მეორე ჩოგანი იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს.
იტალიელმა სამშაბათს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
Tennis Australia-ს ხელმძღვანელმა ენდრიუ აბდომ განაცხადა, რომ სინერის გუნდმა იანვრის ტურნირზე მისი არყოფნა დაადასტურა.
სინერი ივლისში უიმბლდონის მოგების შემდეგ აღარ თამაშობს. Australian Open-ის გამოტოვებით ის გასულ წელს ნახევარფინალში გასვლისთვის მოპოვებულ სარეიტინგო ქულებს დაკარგავს.
ავსტრალიის ღია პირველობა 17-31 იანვარს გაიმართება.