ბოლო 4 წელია, კარლოს ალკარასი უიმბლდონზე მხოლოდ იანიკ სინერთან აგებს.
2022 წელს იტალიელმა ესპანელს მეოთხე წრეში მოუგო.
მას შემდეგ, ალკარასმა უიმბლდონზე ზედიზედ 20 შეხვედრის მოგება შეძლო - 2023 და 2024 წლებში ტიტულს დაეუფლა (ორივეჯერ ფინალში ჯოკოვიჩს მოუგო).
წელს კარლოსი ფინალამდე ზედიზედ მესამედ მივიდა, სადაც ჯოკოვიჩის ნაცვლად უკვე სინერი დახვდა და მისი 20-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც მასთან მარცხით დაიწყო, თავადვე შეწყვიტა.
იტალიელმა რეიტინგის ლიდერმა ოთხ სეტში 4:6 6:4 6:4 6:4 მოიგო.