US Open-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა მარტივად გაისეირნა.
იანიკ სინერის პირველი მეტოქე ამერიკის ღია პირველობაზე ჩეხი ვიტ კოპრივა იყო, რომელიც რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს.
იტალიელმა მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო და 1 საათსა და 40 წუთში 6:1 6:1 6:2 იმარჯვა.
მეორე წრეში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 36-ე პოზიციაზეა.