ბარსელონასა და როდრის ტრანსფერის გარშემო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა ინგლისურ მხარეს პირველი, 45-50 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა და უარი მიიღო, ბარსამ ფასი გააუმჯობესა და მანჩესტერ სიტის დაახლოებით 60 მილიონი ევრო შესთავაზა. ქალაქელებმა მეორე ოფიციალური წინადადებაც უარყვეს.
ინგლისური კლუბის პოზიცია მტკიცეა. ისინი როდრის სანაცვლოდ სულ მცირე 70 მილიონს ითხოვენ დამატებითი ბონუსებით. სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელს კამპ ნოუზე თამაში და კარიერის ბარსელონაში გაგრძელება სურს, მისი მოქმედი კონტრაქტი კი სულ რაღაც ერთ წელიწადში იწურება.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ზაფხულს როდრი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, მანჩესტერული კლუბი ფასის დაკლებას არ აპირებს, რაც ტრანსფერის დასრულებას საკმაოდ ართულებს.