მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა მარკუს რაშფორდის მომავალსა და გუნდში მისი დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
მსოფლიო ჩემპიონატისა და საიჯარო პერიოდების (ასტონ ვილასა და ბარსელონაში) შემდეგ, ინგლისელი ფეხბურთელი კლუბს დაუბრუნდა და უკვე გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშობს.
კერიკის თქმით, რაშფორდი კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს განსხვავებულ ძალასა და ხარისხს სძენს:
ის ჩვენი მოთამაშეა. შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ის გუნდს რაღაც განსხვავებულს აძლევს. ორი-სამი დღეა, რაც დაბრუნდა და შესანიშნავ განწყობაზეა.