ლონდონის ტოტენჰემის მცველმა კრისტიან რომერომ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ტოტენჰემი არგენტინელ მცველს მადრიდის ატლეტიკოში 34 მილიონად უშვებს.
რომეროს არასაპროფესიონალური ქცევა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბმა საზაფხულო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრებზე ამბიციური მიზნები და დაპირებები ვერ შეასრულა.
გასულ წელს კაპიტნად დანიშნულმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე რამდენჯერმე დააგვიანა, რამაც გუნდის სხვა წევრებზეც უარყოფთი გავლენა იქონია.
გარდა ამისა, მან სოციალურ ქსელში კლუბის მფლობელებიც გააკრიტიკა და სეზონის ბოლო მატჩამდე არგენტინაში წასვლა გადაწყვიტა, რამაც საბოლოოდ ეს ტრანსფერი დააჩქარა.