ესპანეთის ჩემპიონატი ქართველებით დახუნძლული იქნება.
Geo Team-ის ინფორმაციით, მეცის ქართველი შემტევი გიორგი წიტაიშვილი კარიერას მადრიდულ რაიო ვალეკანოში გააგრძელებს, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
წიტაიშვილი მე-4 ქართველი იქნება, რომელიც 2026/27 სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს.
მის გარდა, ესპანეთის უმალღეს ლიგაში ითამაშებენ გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალში), გიორგი გულიაშვილი (რასინგში) და საბა საზონოვიც (ხეტაფეში).
გულიაშვილი რასინგთან ერთად ლა ლიგაში წელს ამოვიდა, საზონოვი ხეტაფეში ამ ზაფხულს გადავიდა, მიქაუტაძე კი ვილიარეალში უკვე მე-2 სეზონს დაიწყებს.