საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, წიტაიშვილი რაიო ვალეკანოს ფეხბურთელი გახდება.
25 წლის ნახევარმცველმა რაიო ვალეკანოში სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად უკვე ესპანეთში იმყოფება.
წიტაიშვილი რაიო ვალეკანოსთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი წიტაიშვილი მე-4 ქართველი იქნება, რომელიც 2026/27 სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს გიორგი მიქაუტაძესთან (ვილიარეალი), საბა საზონოვთან (ხეტაფე) და გიორგი გულიაშვილთან (რასინგი) ერთად