არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მისმა გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხი (0:1) მსაჯობის გამო განიცადა.
მეორე ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მთავარმა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა ენცო ფერნანდესს ესპანელთა მცველ პაუ კუბარსისთან შეტაკების გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
„არა, ჩვენ იმიტომ წავაგეთ, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ მათ უკეთესად ითამაშეს.
ჩვენ სუსტად გამოვედით – ასეთია რეალობა. ზოგჯერ ამის აღიარება სასარგებლოც კია.
ეჭვგარეშეა, ეს მარცხი მომავალში უფრო გაგვაძლიერებს“, – განაცხადა სკალონიმ.