იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სკანდალი და დანაკლისი: რა ხდება საბერძნეთის ნაკრებში საქართველოსთან მატჩამდე
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

სკანდალი და დანაკლისი: რა ხდება საბერძნეთის ნაკრებში საქართველოსთან მატჩამდე

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მომავალმა მეტოქემ, საბერძნეთმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.


ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა შეკრებაზე 18 მოთამაშეს უხმო, თუმცა პირველ ვარჯიშზე მხოლოდ 11 კალათბურთელი გამოცხადდა.

საქართველოსთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბერძნებს გამოცდილი ნიკ კალათესი ვერ დაეხმარება. ოფიციალური ვერსიით, პაოკ-ის 37 წლის გამთამაშებელმა არისთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და 10-დღიანი დასვენება სჭირდება. თუმცა, ბერძნულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ კალათესსა და სპანულისს შორის კონფლიქტია და ვეტერანმა კალათბურთელმა ნაკრებში თამაშს თავი სწორედ ამის გამო აარიდა, ტრავმა კი მხოლოდ ფორმალური მიზეზია.

რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს, ნაკლული შემადგენლობით ვარჯიშის მიზეზი ევროლიგაა. პანათინაიკოსისა და ოლიმპიაკოსის კალათბურთელები (პანაიოტის კალაიძაკისი, დინოს მიტოგლუ, კოსტას პაპანიკოლაუ და სხვები) ეროვნულ გუნდს მხოლოდ საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფში ვითარება უაღრესად დაძაბულია. ექვსეულიდან, სადაც უკრაინა, ესპანეთი, საქართველო, პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო ირიცხებიან, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ 3 საუკეთესო მოიპოვებს. საბერძნეთისა და საქართველოს საკვანძო დაპირისპირება 26 ნოემბერს გაიმართება, 29 ნოემბერს კი ქართველი კალათბურთელები თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

საბერძნეთი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
•კალათბურთი

კალათბურთი

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის" - დუდა სანაძე მოახლოებულ შეხვედრებზე

•კალათბურთი

კალათბურთი

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის" - დუდა სანაძე მოახლოებულ შეხვედრებზე
•კალათბურთი

კალათბურთი

მზადება უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის - საქართველოს ნაკრები ათენშია!

•კალათბურთი

კალათბურთი

მზადება უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის - საქართველოს ნაკრები ათენშია!
•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოსთან მატჩის წინ - საბერძნეთის 18-კაციანი განაცხადი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოსთან მატჩის წინ - საბერძნეთის 18-კაციანი განაცხადი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

17 ნოე, 2026

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

News image

22 ნოე, 2026

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის" - დუდა სანაძე მოახლოებულ შეხვედრებზე

News image

11 სთ წინ

მზადება უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის - საქართველოს ნაკრები ათენშია!

News image

6 სთ წინ

საქართველოსთან მატჩის წინ - საბერძნეთის 18-კაციანი განაცხადი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება