საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
სერბმა სპეციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 19-კაციანი სია დაასახელა, საიდანაც უშუალოდ მატჩებისთვის 12-კაციან განაცხადს შეარჩევს.
წინა სანაკრებო ფანჯრისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ამჯერად ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი და ორლანდო მეჯიქის ცენტრი გოგა ბითაძე დააკლდებიან.
სამაგიეროდ, გუნდს ტრადიციულად უკაპიტნებს თორნიკე შენგელია. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან დაპირისპირების წინ ევროლიგაზე მატჩი ელის, თორნიკე შეხვედრის დასრულებისთანავე დუბაიდან პირდაპირ ათენში გაფრინდება და ნაკრებს დაეხმარება.
