არნე სლოტმა პირდაპირ არ უპასუხა, დაბრუნდება თუ არა მოედანზე მოჰამედ სალაჰი ბრაიტონთან მატჩში.
ნიდერლანდელს ჰკითხეს, ხომ არ ითამაშა სალაჰმა ლივერპულის მაისურით თავისი უკანასკნელი თამაში. შეგახსენებთ, რომ ინტერთან მატჩის განაცხადში ეგვიპტელი თავისი საჯაროდ გაკეთებული კომენტარის გამო ვერ მოხვდა.
ლივერპული და ბრაიტონი ერთმანეთს ხვალ, 13 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-16 ტურში დაუპირისპირდებიან.
„მოს დღეს დაველაპარაკები და ამ საუბრის შედეგი დაადგენს, როგორ ვიმოქმედებთ შემდგომში. მასთან სალაპარაკო მაქვს. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.
დღეს დავილაპარაკებთ და ამაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგს მივიღებთ ხვალ.
წინა კვირაში - სანდერლენდთან მატჩის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ. მის და ჩვენს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე გადაბმული საუბარი შედგა." - აღნიშნა სლოტმა.