• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"ლივერპულამდე დიდი ვარსკვლავი არ იყავი" - კარაგერის კრიტიკა სალაჰს
ფეხბურთიფეხბურთი

"ლივერპულამდე დიდი ვარსკვლავი არ იყავი" - კარაგერის კრიტიკა სალაჰს

21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯეიმი კარაგერმა მოჰამედ სალაჰის სკანდალური ინტერვიუ „სირცხვილად“ შეაფასა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მას ლივერპულში ბოლო მატჩი არ ჩაუტარებია.


"ვერ ვხვდები, რატომ უნდა სრულდებოდეს ყველაფერი ასე?", - სალაჰმა ლივერპულს გადაუარა


„ვიფიქრე, რომ სირცხვილი იყო ის, რაც მან მატჩის შემდეგ გააკეთა, ზოგიერთმა ეს ემოციურ აფეთქებად წარმოაჩინა, მე ასე არ მეჩვენება.


როდესაც მო სალაჰი მიქს-ზონაში საუბრისთვის ჩერდება, რაც მან ლივერპულში გატარებულ რვა წელში ოთხჯერ გააკეთა, ეს ყოველთვის არის მასთან და მის აგენტთან შეთანხმებული, რათა მაქსიმალური ზიანი გამოიწვიოს და საკუთარი პოზიცია გაიმყაროს.


მან სპეციალურად ეს კვირა აარჩია ამის გასაკეთებლად და ვფიქრობ, დაელოდა ლივერპულის ცუდ შედეგს.


ხედავ ბოლო წუთზე გაშვებულ გოლს, ლივერპულის ქომაგები, მენეჯერი, კლუბში ყველა გრძნობს, რომ ახლა ფსკერზე არიან და მან სწორედ ეს დრო აირჩია მენეჯერის მისამართით შეტევისათვის.


კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ მხრივ, რომ ახლა სალაჰი საზღვარგარეთ თან არ წაიყვანა.


ითამაშებს თუ არა ის ოდესმე ისევ ლივერპულში, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ კი, რადგან ის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, ვინც კლუბს ოდესმე ჰყოლია. მაგრამ თუ ასე გააგრძელებს და ასეთ განცხადებებს გააკეთებს, როცა აღარ ითამაშებს, ვინ იცის?


მე არასდროს გამიკრიტიკებია ის იმის გამო, რომ უკან არ ბრუნდება. არასდროს გამიკრიტიკებია, როცა რამდენიმე მატჩი გოლს ვერ იტანდა. არასდროს გამიკრიტიკებია, როცა პასს არ აძლევდა მოთამაშეს, რომლისთვისაც უნდა გაეკეთებინა.


რადგან ის კლუბის აბსოლუტური ლეგენდაა და იმის სანაცვლოდ, რაც მოაქვს, გარკვეულ რაღაცებს უნდა შეეგუო.


მგონია, რომ ამ სეზონში მოჰამედ სალაჰის კრიტიკა გადაჭარბებულია. ეს საჯაროდაც მითქვამს. მაგრამ აუცილებლად გავაკრიტიკებ სალაჰს მაშინ, როცა ცდილობს ჩემს კლუბს ზიანი მიაყენოს მოედნის მიღმა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამას ნამდვილად ვაკეთებ.


მო სალაჰი ლაპარაკობს იმაზე, რამდენი გოლი აქვს, ‘ყველაზე მეტი გოლი მე მქონდა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში’ - ის ყოველთვის თავის თავზე საუბრობს.


ერთი რამ მინდა სალაჰს და მის აგენტს შევახსენო: სანამ ლივერპულში მოვიდოდა, მო სალაჰი ცნობილი იყო როგორც ფეხბურთელი, რომელმაც ჩელსიში ვერ გაამართლა. ეს ფაქტია. მას არასოდეს მოუგია დიდი ტიტული ლივერპულამდე.


ის ასევე უდიდესი მოთამაშეა, ვინც მის ქვეყანას ოდესმე ჰყოლია. ეგვიპტე აფრიკის თასის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ნაკრებია. ის ორ კვირაში სწორედ იქ მიდის. მო სალაჰს არასოდეს მოუგია აფრიკის თასი.


ეს არ არის სალაჰის დაჩრდილვა. მე ვთქვი, რომ ის ბოლო რვა წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ძალიან ცოტაა, ვინც მასზე უკეთესია. მაგრამ ეს იმას ახსენებს სალაჰსა და მის აგენტს, რომ ყველაფერი ინდივიდზე არ არის დამოკიდებული.


ლივერპულამდე შენ დიდი ვარსკვლავი არ იყავი. ეგვიპტესთან ერთად განსაკუთრებული ტიტული არ მოგიგია. ეს ყველაფერი გეუბნება, რომ როგორი კარგი ფეხბურთელიც არ უნდა იყო, გუნდის მეგობრების, მენეჯერისა და გულშემატკივრების დახმარება გჭირდება.


როცა თამაშის შემდეგ მიქს-ზონაში ლაპარაკობს, ყველაფერზე ამბობს 'მე, მე, მე.“


რაც შეეხება მოედანზე თამაშს, ერთი კრიტიკა მექნება: დაეხმარე სხვა ფეხბურთელებს, დაეხმარე ფლორიან ვირცს, დაეხმარე ალექსანდერ ისაკს. ნუ იქნები ზედმეტად ჩაფლული საკუთარ სტატისტიკისა და რიცხვებში.“ - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-ზე.


სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლივერპული
კარაგერი
სალაჰი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: საკამათო ეპიზოდი ინტერი - ლივერპულის მატჩში! უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საკამათო ეპიზოდი ინტერი - ლივერპულის მატჩში! უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალაჰი წარდგენილია პრესტიჟულ ჯილდოზე, რომელიც წარსულში მესის, რონალდუს და სხვა ლეგენდებს აქვთ მოგებული

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალაჰი წარდგენილია პრესტიჟულ ჯილდოზე, რომელიც წარსულში მესის, რონალდუს და სხვა ლეგენდებს აქვთ მოგებული
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სობოსლაის პენალტი - ლივერპულმა ჯუზეპე მეაცაზე იმარჯვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სობოსლაის პენალტი - ლივერპულმა ჯუზეპე მეაცაზე იმარჯვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

VIDEO: საკამათო ეპიზოდი ინტერი - ლივერპულის მატჩში! უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი?

News image

08 დეკ, 2025

სლოტი: "წარმოდგენა არ მაქვს, ითამაშებს თუ არა სალაჰი კიდევ ლივერპულის მაისურით"

News image

17 სთ წინ

სალაჰი წარდგენილია პრესტიჟულ ჯილდოზე, რომელიც წარსულში მესის, რონალდუს და სხვა ლეგენდებს აქვთ მოგებული

News image

9 სთ წინ

VIDEO: სობოსლაის პენალტი - ლივერპულმა ჯუზეპე მეაცაზე იმარჯვა

კომენტარები