ლივერპულის ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი BBC-ის პრესტჟული ჯილდოს, World Sport Star-ის (მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი) ნომინანტებს შორის მოხვდა.
აღნიშნული ჯილდო წარსულში ისეთ ფეხბურთელებს აქვთ მოგებული, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ერლინგ ჰალანდი არიან.
სალაჰის გარდა აღნიშნული ჯილდოსთვის 2025 წელს იბრძოლებენ: ჭოკით მხტომელი მსოფლიო ჩემპიონი არმანდ დუპლანტისი, მძლეოსანი სიდნი მაკლაფინ-ლევრონი, ფეხბურთელი მარიოანა კალდენტეი, მოკრივე ტერენს კროუფორდი და ბეისბოლის სუპერვარკსლვავი შოჰეი ოტანი.
წარსულში აღნიშნული პრიზი ისეთ სპორტსმენებს აქვთ მოგებული, როგორებიც როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტაიგერ ვუდსი, მუჰამედ ალი და სხვები არიან.
გამარჯვების შემთხვევაში, სალაჰი, რომელმაც გასულ სეზონში ლივერპულს პრემიერ ლიგა მოაგებინა, პირველი ეგვიპტელი გახდება, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიგო.
გამარჯვებული 18 დეკემბერს გამოცხადდება, თუმცა ცერემონიას სალაჰი ვერ დაესწრება, რადგან იმ დროს ეგვიპტის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე იქნება.