მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა ბარსელონას მიერ ლა ლიგის ჩემპიონობის აღნიშვნა გააკრიტიკა.
„ეს არის კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 10 წელზე მეტია არ მოუგია. ისინი ევროპაში ყოველ სეზონზე მარცხდებიან და დამცირებას განიცდიან, შემდეგ კი ჩემპიონატში გამარჯვებას ისე ზეიმობენ, თითქოს ფეხბურთი თავიდან დაიპყრეს.
ის ფაქტი, რომ ბარსელონას გულშემატკივრები 18 წლის ბიჭს ტიტულების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ, ბევრ რამეზე მეტყველებს – აი, რამდენად დაბლა დაეცა ამ კლუბის სტანდარტები.
კრიშტიანუ რონალდუ თითქმის 20 წლის განმავლობაში დომინირებდა ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და ევროპაში.
არსელონას გულშემატკივრებს სჯობს ჩემპიონთა ლიგის ეტაპების გადალახვაზე იდარდონ, სანამ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის დატროლვას შეეცდებიან", - განაცხადა სნეიდერმა.