ლუჩანო სპალეტიმ მარტის მატჩებისთვის იტალიის ნაკრების განაცხადი დაასახელა.
ერთა ლიგის 1/4 ფინალში სკუადრა აძურა გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 20 მარტს შინ, 23-ში კი - გასვლაზე.
განაცხადში 25 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარეები: დონარუმა (პსჟ), მერეტი (ნაპოლი), ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ბასტონი (ინტერი), ბონჯორნო (ნაპოლი), კალაფიორი (არსენალი), კამბიასო (იუვენტუსი), კომუცო (ფიორენტინა), დი ლორენცო (ნაპოლი), გატი (იუვენტუსი), რუჯერი (ატალანტა), უდოჯი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ბარელა, ფრატეზი (ორივე ინტერი), კაზადეი, რიჩი (ორივე ტორინო), როველა (ლაციო), ტონალი (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), ლუკა (უდინეზე), მალდინი, რეტეგი (ორივე ატალანტა), რასპადორი, პოლიტანო (ორივე ნაპოლი), ძაკანი (ლაციო).
