მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის, პოლ სქოულზის აზრით, არსენალი ამ სეზონშიც ვერ მოიგებს პრემიერ ლიგის ტიტულს.
ინგლისელი ექს-ფეხბურთელის თქმით, არტეტას გუნდმა 22-წლიანი უტიტულობის დასასრულებლად დიდი მატჩების მოგება უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევში, შანსი არ აქვს.
„სიტის დიდი შანსი გაუჩნდა, არა? მაინც არ მგონია საკმარისად კარგები იყვნენ, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ეს გუნდი ყოველთვის უმატებს და მთავარი აქ ის არის, რომ არსენალი დიდ თამაშებს ვერ იგებს.
სანამ არტეტას გუნდი დიდი თამაშების მოგებას არ დაიწყებს, პრემიერ ლიგის მოგების შანსიც არ აქვს.
მათ წააგეს ლივერპულთან, ვერ მოუგეს სიტის საკუთარ მოედანზე. იგივე ასტონ ვილა, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არსენალმა ასეთი თამაშები უნდა მოიგოს.
ის კი არა, ჩელსი მათთან მატჩში კაცნაკლული დარჩა, თუმცა მათაც კი ვერ მოუგეს. პრემიერ ლიგის ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე მთავარი მეტოქეებიც უნდა დაამარცხო და ისინი ამას ვერ აკეთებენ. ისტორიულად მან სიტი იანვრის შემდეგ უკეთესი ხდება. გუნდმა ზაფხულში მსოფლიო საკლუბოზე ითამაშა და პრესეზონი ფაქტობრივად არ ჰქონია." - აღნიშნა სქოულზმა.