კრიშტიანუ რონალდუმ ჟოაო ფელიქსის კრიტიკას სოციალურ ქსელში უპასუხა.
ერთ-ერთი პოდკასტერი Chuveirinho თავის გადაცემაში ჟოაო ფელიქსს 25 წლის ასაკში საუდის არაბეთში წასვლის გამო აკრიტიკებდა. ცნობისთვის, ამ სეზონის სტარტზე ფელიქსი რონალდუს ალ ნასრს შეუერთდა.
„სულელები, რომლებიც ფეხბურთში ვერ ერკვევიან, მაგრამ აზრს გამოთქვამენ." - დაწერა რონალდუმ ვიდეოს კომენტარებში.
