უეინ რუნიმ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„ხალხს ჰგონია, რომ კრიშტიანუ არ მიყვარს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლო რამდენიმე წელია ვფიქრობ: იცით რა? ალბათ სწორედ ის იქნება უკეთესი, როცა უკან მოიხედავ.
რონალდუ ბევრს შრომობდა და ხალხს ჰგონია, რომ მძულს! მე ის მიყვარს!
ვფიქრობ, რომ ის აბსოლუტური გენიოსია და რასაც აკეთებს, საოცარია. კრიშტიანუ მიყვარს! არ მგონია, რომ ხალხი რეალურად აცნობიერებდეს, რამდენად ახლოს ვიყავით მე და ის.
ბოლო 3 სეზონში ის საუდის არაბეთში ან სადაც არ უნდა იყოს, საუკეთესო ბომბარდირია. მე აბსოლუტურად მიყვარს მესიც, მიყვარს მისი თამაში და ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რადგან ვფიქრობდი, რომ მესის ოდნავ მეტი ჰქონდა იმ მხრივ, თუ როგორ თამაშობდა და რას უკეთებდა მოთამაშეებს.
რადგან ვთქვი, რომ მესი რონალდუზე უკეთესია, ხალხი ფიქრობს, ის არ მიყვარს ან მასზე ცუდად ვლაპარაკობ. უბრალოდ მესის ნიჭი მომწონდა და სულ ესაა! კრიშტიანუ მაინც აბსოლუტური გენიაა!“ - განაცხადა ინგლისელმა.
რუნი: "კეინი ინგლისის ისტორიაში საუკეთესო 9 ნომერია"