უეინ რუნის თქმით, ჰარი კეინი ინგლისის ისტორიაში საუკეთესო 9 ნომერია.
„ჰარი ჭკვიანი ბიჭია და იცის, რომ არასდროს ყოფილა ყველაზე სწრაფი, მაგრამ ვფიქრობ, სისწრაფე ცოტათი დაკარგა. გასულ სეზონშიც ბაიერნში არ ვიცი რამდენი გოლი გაიტანა.
ის არის ბომბარდირი, კლინიკური შემსრულებელი და ჭკვიანია პოზიციების არჩევაში.
მე ვუყურე მიუნხენის ბაიერნს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე და ის თითქმის ისეთივე იყო, როგორც ტოტი რომაში - როცა ის უკან ჩამოდიოდა და მასზე მორბენალი მოთამაშეები იყენებდნენ სივრცეს. მას თუ შანსი მიეცა - გოლი გააქვს. ჩემთვის, ის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო 9 ნომერია.“
ვაზა მაინც არ ფიქრობს, რომ კეინი მასზე უკეთესი ფეხბურთელია...
„ვფიქრობ, მე შემეძლო ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც მას არ შეუძლია. მე მასზე უფრო აგრესიული ვიყავი, თუმცა კეინი უკეთესი ცხრიანია."
რუნი: "ხალხს ჰგონია, რომ კრიშტიანუ არ მიყვარს"