არსენალის ყოფილი თავდამსხმელი, 21 წლის ბილი ვიგარი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო და ამ კვირის დასაწყისში ხელოვნურ კომაში მოათავსეს.
ტრავმა მას მაშინ დაემართა, როცა მატჩის მიმდინარეობისას ბეტონის კედელს შეეჯახა.
"არსენალის საფეხბურთო კლუბის თითოეული წევრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩიჩესტერ სიტის თავდამსხმელისა და არსენალის აკადემიის ყოფილი ფეხბურთელის, ბილი ვიგარის ტრაგიკული გარდაცვალების გამო." - წერია ლონდონური კლუბის განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ სტადიონის ფოტო, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. გულშემატკივრები საფეხბურთო ასოციაციისგან (FA) შესაბამისი ზომების მიღებასა და სტადიონებზე ასეთი კედლების მოშორებას ითხოვენ.
