არსენალთან მატჩის შემდეგ ბერნარდუ სილვამ უკმაყოფილება ვერ დამალა.
"მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არ წავაგეთ. რომ წაგვეგო, ამას არ ვიტყოდი. მაგრამ რეალობაა, რომ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დასვენების თვალსაზრისით ასეთი ბალანსის არქონით, არ უნდა ვთამაშობდეთ.
სამართლიანი არ არის ასეთი თამაშის ასე ჩატარება. ეს უბრალოდ არ არის სწორი.
მათ ხუთი დღე ჰქონდათ, ჩვენ კი - მხოლოდ ორდღენახევარი. სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ეს არ უნდა ხდებოდეს. მე არ ვიყავი იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში, რომ ასეთ მატჩში მეთამაშა, და ადამიანები, რომლებსაც უმაღლეს დონეზე არ უთამაშიათ, ვერ იგებენ, რა შეგრძნებაა ასეთ პირობებში ასპარეზობა.
ისინი არ გვისმენენ. რაც არის, არის. ჩვენ გვინდა, რაღაც შეიცვალოს. მაგრამ არაფერი იცვლება. თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გულშემატკივრებისთვის, კლუბების მიმართ პატივისცემისთვის და კონკურენციის სამართლიანობისთვის, ვფიქრობ, რაც დღეს მოხდა, კარგი არ იყო." - განაცხადა მანჩესტერ სიტის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
VIDEO: ჰალანდისა და მარტინელის გოლები - არსენალმა ქულა ბოლო წუთზე მოიპოვა