VIDEO: ჰალანდისა და მარტინელის გოლები - არსენალმა ქულა ბოლო წუთზე მოიპოვა
21 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში არსენალმა ემირეითსზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ერლინგ ჰალანდმა გახსნა და სიტიმ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
გვარდიოლას გუნდი 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ებერეჩი ეზეს კარგი პასის შემდეგ გაბრიელ მარტინელიმ ეფექტურად მოახერხა ჯანლუიჯი დონარუმას კარის აღება და ანგარიში გაათანაბრა.
არსენალს ამ ქულის მოპოვებით 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მანჩესტერ სიტიმ კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და 7 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში არსენალი ნიუკასლს ესტუმრება, სიტი კი ეტიჰადზე ბარნლის მიიღებს.