უილიამ სალიბა არსენალში რჩება.
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
მოქმედი კონტრაქტი სალიბას 2027 წლის ზაფხულში ეწურებოდა, რის გამოც მისი გადაბირების სურვილი სხვადასხვა ევროპულმა გრანდებმა გამოთქვეს, მათ შორის მადრიდის რეალმაც.
თუმცა, თავად სალიბას არსენალში სურდა დარჩენა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლონდონელებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდა.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ახალ კონტრაქტს სალიბა უახლოეს დღეებში გააფორმებს.