უეინ რუნიმ ჰარი კეინს ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ცხრიანი უწოდა.
„ჰარი ჭკვიანი ბიჭია. იცის, რომ ყველაზე სწრაფი არასდროს ყოფილა, თუმცა მგონია, რომ ახლა სიმწვავეც დააკლდა.
მიუხედავად ამისა, მან ბაიერნში წინა სეზონში არ ვიცი რამდენი გოლი გაიტანა. ის ცივსისხლიანი ბომბარდირია, მაგრამ ამავე დროს პოზიციის შერჩევაშიც უძლიერესია.
მისი თამაში საკლუბო მუნდიალზეც ვნახე და კეინი თითქმის ისე თამაშობდა, როგორც ფრანჩესკო ტოტი რომაში - სიღრმეში ჩამოდიოდა და თანაგუნდელებს უშვებდა წინ. თუმცა, ბურთის წინ წამოსვლასთან ერთად, საჯარიმოს უახლოვდებოდა. სწრაფად არა, ის ხან იქ არის, ხან აქ, მაგრამ როგორც კი შანსი ჩნდება - გოლს იტანს.
ჩეთვის კეინი ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი ცხრიანია." - აღნიშნა რუნიმ რიო ფერდინანდის პოდკასტში.