მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ლესტერმა საკუთარ მოედანზე არსენალი მიიღო.
ლონდონელებმა საკადრო პრობლემების გამო მატჩი თავდამსხმელის გარეშე დაიწყეს. შემტევ სამეულად არტეტამ ნუანერი-ტროსარი-სტერლინგი დააყენა.
81-ე წუთამდე მატჩი უგოლოდ მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლო წუთებში კი არსენალს გმირად შეცვლაზე შემოსული მიკელ მერინო მოევლინა, რომელიც თამაშში თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაერთო.
81-ე და 87-ე წუთებზე გატანილი გოლით ესპანელმა დუბლი შეასრულა და ლონდონელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
არტეტას გუნდს 53 ქულა დაუგროვდა და სატურნრიო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლივერპულთან ჩამორჩენა 4 ქულაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები