საფრანგეთის ნაკრებისა და არსენალის მცველი, უილიამ სალიბა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზურგის ტრავმით თამაშობდა.
RMC-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება არა ესპანეთთან ნახევარფინალში (0:2), არამედ ორი თვის წინ, პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მატჩში მიიღო.
სალიბამ მუნდიალზე სულ 6 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მოედანზე გასვლა მუდმივად ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით უწევდა.
ტრავმის გამო ფეხბურთელი სამფეროვნების ყველა ვარჯიშს ვერ ესწრებოდა და ნორვეგიასთან მატჩიც (4:1) გამოტოვა. საბოლოოდ, დისკომფორტმა ის თამაშგარეში ყველაზე მნიშვნელოვან დროს - ესპანეთთან ნახევარფინალში დატოვა, როცა მოედნის დატოვება პირველივე ტაიმში მოუწია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღებული დაზიანების გამო სალიბას შესაძლოა 4-5 თვის გამოტოვება მოუწიოს.