ლამინ იამალი არგენტინის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სათამაშოდ 100%-ით მზად არის და შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა კუნთის მცირე დისკომფორტის გამო გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, რამაც გულშემატკივრებში მცირე სანერვიულო გააჩინა.
თუმცა, სანერვიულო არაფერია - სამედიცინო შტაბმა განგაშის საფუძველი სრულად უარყო.
ფეხბურთელი თავს შესანიშნავად გრძნობს და მზად არის ოქროს თასისთვის ბრძოლაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს, ნიუ-იორკში გაიმართება.