ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესისა და ლამინ იამალის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამაყობს ლა მასიას ორივე აღზრდილით და ხაზი გაუსვა ბარსელონას გავლენას ესპანეთის ნაკრებზე.
„მესიც გავიდა ფინალში და ძალიან ბედნიერი ვარ. ის ლა მასიას საამაყო შვილია. მესი წარსული და აწმყოა, იამალი კი - აწმყო და მომავალი. ძალიან გვიხარია, რომ ბარსას ავთენტიკური სათამაშო სტილი ჩამოყალიბდა.
როგორც პრეზიდენტი, ვამაყობ, რომ ეს ორი ფეხბურთელი აღვზარდეთ. ამას თუ დავუმატებთ ჟოან გარსიას, ერიკ გარსიას, კუბარსის, რომელიც საოცარ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს, ოლმოს, გავის, პედრის, ფერანს... ეს შთამბეჭდავია.
ძალიან ვამაყობთ იმ რვა ფეხბურთელით, რომლებიც იქ გვყავს. ეს მათთვის უმნიშვნელოვანესია და როგორც პრეზიდენტი, ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს.
ნაკრებების დონეზე ეს საუკეთესო შესაძლო მატჩია. აქ განსხვავებული სტილები ხვდება ერთმანეთს. მსაჯს მოუწევს თავის გამოჩენა.
არგენტინა უფრო აგრესიულია, ხოლო ესპანეთის ნაკრები უფრო შეთამაშებულად თამაშობს - ისეთი სტილით, რომელიც ძალიან ჰგავს ბარსას სტილს.
ბარსა საუკეთესოა, რაც კი არსებობს და ამას ყველა აღიარებს“, - განაცხადა ლაპორტამ RAC1-ის ეთერში.