ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრება.
ისტორიული შეხვედრა 19 ივლისს, ნიუ-ჯერსიში, მეტლაიფ სტადიონზე გაიმართება.
სანჩესი თამაშზე ესპანეთის სამეფო ოჯახთან ერთად იქნება - მატჩს მეფე ფილიპე VI, დედოფალი ლეტიცია, პრინცესა ლეონორი და ინფანტა სოფია დაესწრებიან. ფინალის დასრულების შემდეგ ესპანეთის პრემიერი ალჟირში გაემგზავრება, სადაც ოფიციალური პროგრამა აქვს დაგეგმილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფიფას ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინოც დაეწვევიან.
რაც შეეხება არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის - ის ამერიკაში არ გაფრინდება. მილეიმ ეს გადაწყვეტილება ცრურწმენით ახსნა:
მთელი ტურნირის განმავლობაში ის ნაკრების მატჩებს ოლივოსის რეზიდენციიდან უყურებდა და ფინალის წინ ამ რიტუალის დარღვევა არ სურს.
„მატჩების ყურებას ისევ ოლივოსიდან გავაგრძელებ. ყველა შეხვედრას იქ ვუყურე“, - განაცხადა მილეიმ.