საფრანგეთის კაპიტანმა კილიან მბაპემ ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ დიდიე დეშამის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.
ფრანგმა აღნიშნა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს მესამე ადგილისთვის გასამართ მატჩში:
არაფერი შეცვლილა იმაში, თუ რას ნიშნავს დიდიე ჩვენთვის, ფრანგი ხალხისთვის. როგორც მწვრთნელმა და როგორც მოთამაშემ, მან საოცარი ისტორია დაწერა. მისთვის ერთი თამაშიღა დარჩა, ვეცდებით, საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ, რადგან ის ამას იმსახურებს, ასევე გულშემატკივრებიც იმსახურებენ გამარჯვებას და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებას.
ესპანეთთან მატჩის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრების შეტევები მბაპეს, უსმან დემბელესა და მაიკლ ოლისეს მონაწილეობით, არაეფექტური გამოდგა მტკიცე დაცვის წინააღმდეგ, რომელმაც ტურნირზე მეექვსედ შეინახა კარი მშრალად.
მბაპეს საუკეთესო მომენტი 67-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმული ბურთი მარკ კუკურელიას მოხვდა და კარს მცირედით აცდა.
საფრანგეთის ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩს შაბათს, მაიამი გარდენსში გამართავს.