4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იგორ ტუდორი იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს.
ხორვატმა სპეციალისტმა გუნდი ტიაგო მოტასგან გადაიბარა და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, თუმცა თუ ჩემპიონთა ლიგაზე შეძლებს გასვლას, მისი ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება.
„პირველ რიგში მინდა, სპორტულ დირექტორს [კრისტიან ჯუნტოლის] და მთელ კლუბს, ამ გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობისთვის მადლობა გადავუხადო. ყველაფერს გავაკეთებ, არ მინდა ვინმეს იმედები გავუცრუვო და მსურს, კარგი საქმე შევასრულო.
ემოციები რა თქმა უნდა ჭარბობს, იმიტომ რომ ჩემთვის იუვენტუსი არის კლუბი, რომელშიც ყველას სურს მუშაობა და მწვრთნელობა. მუშაობის და წარმატების მიღწევის დიდი სურვილი მაქვს.
მჯერა ამ გუნდის, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. ყველამ ვიცით, რა რთული მომენტი დგას ახლა - მითუმეტეს, რომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
ჩემს ცხოვრებაში თავი არ მიმართლებია, პირიქით, გამოწვევებს ვეძებდი. ველოდები, რომ ფეხბურთელებიც აიღებენ პასუხისმგებლობას. მოდით, სწორედ ასე დავიწყოთ." - აღნიშნა ტუდორმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები