მარკ ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ბარსელონაში ლეო მესისთან იდეალური ურთიერთობა არ ჰქონდა.
„ვფიქრობ, ლეო ალბათ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თუ მოინდომა, რომ ბურთი სახეში მოგარტყას, ამას აუცილებლად გააკეთებს. სხვები ალბათ ააცელენ, მაგრამ მას ზუსტად მიზანში მორტყმის კარგი ნიჭი აქვს.
ლეო განსაკუთრებული ადამიანია, იმიტომ რომ მას მოტივაციას ბევრი რამ აძლევს, რასაც, როგორც მე მგონია, ჩვენ ვერ ვხედავთ. გვქონდა მომენტები, როცა ვერ ვუგებდით ერთმანეთს, როცა ის მე მიბრაზდებოდა, მე კი - მას. თუმცა, ეს არ ყოფილა ხანგრძლივი კონფლიქტი ან რაიმე მსგავსი.
ლეო მოედანზე შთამბეჭდავია, ძალიან მარტივად თამაშობს. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსს რამეს ვეღარასდროს ვნახავთ. მას ერთი თვისება აქვს: თუ სურს, რომ სულელად გამოგაჩინოს, ამას უმარტივესად გააკეთებს - პასით, ან დარტყმით, რომლის შემდეგაც იფიქრებ, რომ ეს შეუძლებელი იყო. ეს მეც გამომიცდია არაერთხელ. ამიტომ მიხარია, რომ ის ყოველთვის ჩემს გუნდში იყო და არა პირიქით.
იმდენად არასდროს არ გვიჩხუბია, რომ ვთქვა, რომ ვერ ვუგებდით ერთმანეთს. უბრალოდ, ჩვენი მომენტები გვქონდა და ეს ნორმალურია. ერთად გასახდელში დიდი დრო გვაქვს გატარებული და რა თქმა უნდა, საინტერესო იყო იმის ყურება, როგორ იყოლიებს ის ყველას. ნაკლებად მნიშვნელოვანია, მომწონს თუ არა მისი მიდგომა. მთავარია, რომ ეს საინტერესო იყო.
ლეო ბევრს არ ლაპარაკობს, ის თავისი ქარიზმით მოქმედებს და ბევრის ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ როცა ნამდვილად ლაპარაკობს - მას ყველა უსმენს." - აღნიშნა გერმანელმა.