უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დორტმუნდმა სიგნალ იდუნა პარკზე ბარსელონა მიიღო და 3-1 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა.
"ეს მატჩი ყველა ახალგაზრდა მოთამაშისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.
ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და ყოველთვის მზად უნდა იყო, არა 90%-ით ან 95%-ით, არამედ 100%-ით." - განაცხადა პოლონელმა.
ბარსელონამ ორი მატჩის ჯამში 3-5 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა.
VIDEO: დორტმუნდმა გაიბრძოლა - ბარსელონა 1/2 ფინალშია