ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი ლიგის ფაზის მორიგ შეხვედრაში რომას დაუპირისპირდება.
პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებსა და ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმებზე ისაუბრა:
ტოპ დონის ფეხბურთში ეს ნორმალური მოვლენაა და ყველა გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. თუმცა ამ შემთხვევაში არ არის ნორმალური ისეთი სერიოზული ტრავმები, როგორებიც კვარასა და დუეს აქვთ.
ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაზე ვრჩებით კონცენტრირებულნი და ეს მოტივაციის წყაროა, რომ უკეთესად ვითამაშოთ. მათ გამო ვწუხვარ, თუმცა პოზიტივზე ვართ ორიენტირებული.
ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე საუბრისას მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა ამტანობითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩა, არსებული ვითარება უჩვეულოა, თუმცა კლუბი პროგრესისა და დონის გაუმჯობესებისთვის მოტივირებულია.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ კვარაცხელიასა და დუეს საგოლე მოქმედებების კომპენსირებას, ენრიკემ უპასუხა:
გუნდურობით და თითოეული ფეხბურთელის ხარისხის გამოყენებით. რას ფიქრობთ, რომ გავაკეთებთ? ტირილს ან წუწუნს დავიწყებთ? ამას არ ვაპირებთ. არა, ეს ასე არ მუშაობს. თუ გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მებრძოლი გუნდი ვართ, ხვალ კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ტოპ დონეზე ყოფნა და ასპარეზობა სწორედ ესაა.
შეგახსენებთ, რომ დუემ და კვარაცხელიამ მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტეს და გუნდს გაურკვეველი ვადით ვერ დაეხმარებიან. პარი სენ-ჟერმენისა და რომას მატჩი 25 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.