მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიას თქმით, ის წონას არ შეიცვლიდა, საკუთარ ძალებში ეჭვი რომ ეპარებოდეს.
„მე მსუბუქი წონის დივიზიონშიც მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ამაში ეჭვი არ მეპარება, წინააღმდეგ შემთხვევაში წონას არ შევიცვლიდი.
რაიმეს ხელს არ მოვკიდებ, თუ არ ვარ დარწმუნებული, მოვიგებ თუ ვერა. ჩემს დონეზე არავინ არის." - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურია ქვე-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი იყო, თუმცა ჩემპიონობა თვითნებურად დათმო და მსუბუქ წონაში ავიდა, თუმცა მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები