ილია თოფურიამ დაადასტურა, რომ კრივის წესებით ბრძოლის გამართვთ არის დაინტერესებული.
„მინდა ჩემთვის რაღაც ახალი აღმოვაჩინო. თუ ამის გაკეთებაზე მიდგა საქმე, ახლა ზუსტად შესაფერისი დროა.
შესაძლოა, UFC-ის პირველი მებრძოლი გავხდე, რომელიც კრივის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. წავედით, თურქი ალ-შეიხ!
ძალიან მომეწონებოდა, შესანიშნავი გამოცდილება იქნება." - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.
თურქი ალ-შეიხი ორგანიზებას უწევს და აფინანსებს ხმაურიან და მაღალი დონის კრივის ბრძოლებს საუდის არაბეთში.