World MMA Awards გამოცემა Fighters Only-ს დაწესებული დაჯილდოებაა, რომელიც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებს გამოარჩევს. World MMA Awards 2008 წლიდან ტარდება და მას MMA-ის ოსკარებსაც კი უწოდებენ.
უკვე ცნობილია თუ ვინ იბრძოლებენ წლევანდელ ნომინაციებში გამარჯვებისთვის. ნომინანტები 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე ნაჩვენები შედეგებით დასახელდნენ.
წლის მებრძოლის ნომინაციაზე 5 კანდიდატი დასახელდა, საიდანაც 2 ქართველია - მაგომედ ანკალაევი, მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე პანტოჟა, გაჯი რაბადანოვი და ილია თოფურია.
ხმის მიცემა ამ ლინკზე შეგიძლიათ
წლის ქალი მებრძოლის წოდებისთვის შემდეგი სპორტსმენები იბრძოლებენ - დაკოტა დიჩევა, კაილა ჰარისონი, იასმინ იასუდავიჩიუსი, ვალენტინა შევჩენკო და ნატალია სილვა.
წლის მწვრთნელის ნომინაციაზე გამარჯვებისთვის მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი იბრძოლებს - მაიკ ბრაუნი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, პაბლო სუკუპირა, მაიკ ვალე და ჯონ ვუდი.
წლის პერსონის ნომინაციაზე შემდეგი 5 ადამიანია წარდგენილი - ბრუს ბაფერი, დენიელ კორმიე, ნინა დრამა, ჯო როგანი და ჩაელ სონენი.
World MMA Awards გამარჯვებულებს კიდევ მრავალ ნომინაციაში გამოავლენს.