თბილისში კალათბურთის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს U16 ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ისრაელი 70-66 დაამარცხა და ამ მოგებით და A დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.
საქართველო მე-9 ადგილზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს. მეტოქე საბერძნეთი იქნება, რომელმაც ფინეთს 85-70 მოუგო.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 15 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.
პარალელურად გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები. პირველ მატჩში ერთმანეთს ლიეტუვა და იტალია დაუპირისპირდებიან, მეორე შეხვედრაში კი უძლიერესს სერბეთი და სლოვენია გაარკვევენ.
ლიეტუვისა და იტალიის მატჩი 15 აგვისტოს, 18:30 საათზე დაიწყება, სერბებისა და სლოვენიელების კი იმავე დღეს, 21:00 საათზე.
16-წლამდელთა ევრობასკეტი თბილისში 16 აგვისტოს დასრულდება.