უოტფორდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხის ძვლის ტრავმა გაიმიზეზა.
თავდაპირველი გეგმით, ინგლისური კლუბის ქართველი ნახევარმცველი დეპორტივოსთან ამხანაგური მატჩისთვის და სეზონის სტარტისთვის მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა ვარჯიშისას კვლავ ტკივილი იგრძნო.
აღნიშნული დაზიანების გამო ჩაკვეტაძეს დაახლოებით 6 კვირის გამოტოვება მოუწევს. კლუბი ტრავმას როგორც "ფეხის რთულ პრობლემას" აღწერს, რაც დატვირთვებით არის გამოწვეული.
ექვსი კვირის შემდეგ ჩაკვეს შემოწმება ჩაუტარდება და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ფეხბურთელი სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეძლებს საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძის მონაწილეობა სექტემბრის სანაკრებო მატჩებში - თურქეთსა და ბულგარეთთან დანამდვილებით გამოირიცხა.
საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას 4 სექტემბერს თურქეთთან და 7 სექტემბერს ბულგარეთთან საშინაო მატჩებით დაიწყებს.