4 სექტემბერს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს.
ეროვნული გუნდის პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება, რომელთანაც პრინციპული ბრძოლა გველოდება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი არიან.
წინასწარი პროგნოზით, ევროპის ჩემპიონი ესპანეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავა, აი მეორე ადგილისთვის, რომელიც პლეიოფის საგზურის მომტანია, სერიოზული ბრძოლა გაიმართება.
ჯგუფის აუტსაიდერად ბულგარეთია მიჩნეული, მეორე ადგილისთვის კი საქართველომ და თურქეთმა უნდა იბრძოლონ.
ჯგუფური ეტაპი კი პირდაპირ ამ გუნდების დაპირისპირებით იწყება. პირველივე ტურში ჩვენი ნაკრები დინამო არენაზე პრინციპულ მეტოქეს მიიღებს, რომელსაც ევრო 2024-ზე უკვე შეხვდა და დასანანად 3-1 დამარცხდა.
თბილისში გასამართი მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. გუნდებს შორის მეორე მატჩი 14 ოქტომბერს, თურქეთში გაიმართება.