ლივერპულის ოფიციალური გვერდი გუნდის ყოფილ მეკარეს, ირჟი დუდეკს ესაუბრა, რომელმაც ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე თავისი აზრი დააფიქსირა.
"ვფიქრობ, ორი ძალიან კარგი მეკარე გვყავს. ასე იყო აქამდეც, რადგან კელეჰერი საოცარი იყო, როცა თამაშის შესაძლებლობა მიეცა, გუნდს კი ეს სჭირდება. წარსულიდან ვიცით, რომ ტურნირები გრძელია, ძალიან ბევრი თამაშია ჩასატარებელი. არასდროს იცი, რა მოხდება და ამიტომ ორი კარგი მეკარე გჭირდება.
ჩემი აზრით, ალისონი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში და ის ნომერ პირველია, მამარდაშვილს კი შეუძლია ძალიან კარგი შემცვლელი იყოს. მას ყველა უნარი აქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, რაც ნამდვილად გვჭირდება. ყველა პოზიციაზე კარგი შემცვლელია საჭირო, განსაკუთრებით კარში.
რა თქმა უნდა, მამარდაშვილს დრო სჭირდება, რომ ადაპტაცია გაიაროს, რადგან პრემიერ ლიგა ცოტათი განსხვავებულია. თამაში უფრო სწრაფია. მოთამაშეზე მეტი წნეხია და სავარაუდოდ, ის ამას ძალიან მალე გაიგებს.
უფრო მეტი წნეხი კი მეკარეზეა, განსაკუთრებით ახლა, როცა ფეხით თამაში უწევთ. ეს კი დიდი განსხვავებაა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შორის, მაგალითად.
აქ განსხვავებული სტილის მსაჯობაა. ყვეალფერი რაც ევროპაში ჯარიმაა, ინგლისში ასეთ დროს თამაშს გაგრძელებინებენ. როგორც მეკარე ამას უნდა შეეგუო და მენტალურად ძლიერი უნდა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, საჭიროა, რომ ამას შეეგუო.
მე ეს თავიდანავე აღმოვაჩინე, როცა ლივერპულში გადმოვედი და მივხვდი, რომ ადაპტაცია უნდა გამეარა. თავიდან ვერ შევეგუე, მაგრამ ძალიან ძლიერი უნდა იყო და პატივისცემა უნდა გამოიჩინიო, რადგან სიტუაცია ყველასთვის ერთია." - განაცხადა პოლონელმა მეკარემ, რომელიც ლივერპულში 2001-2007 წლებში ასპარეზობდა.