ჯერემი ფრიმპონგი ლივერპულს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.
მერსისაიდული კლუბის მარჯვენა მცველმა ტრავმა აინტრახტთან გუშინდელ (5:1) მატჩში მიიღო. ნიდერლანდელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა მე-19 წუთზე შესაცვლელი გახდა.
როგორც Sky Sports იუწყება, ფრიმპონგს მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული და ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
ამავე მატჩში დაზიანება მიიღო ალექსანდრ ისაკმაც, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შვედის ტრავმის სიმძიმე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.