იურგენ კლოპმა ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ლივერპულში მუშაობის პერიოდში მქონია მომენტები, როცა ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ფეხბურთელები საღამოს სოციალურ ქსელში რაღაცას პოსტავდნენ, შემდეგ კი მალევე შლიდნენ.
მეორე დღეს, გასახდელში, ყველას წინაშე ვეუბნებოდი - „კარგი, ახლა აგვიხსენი, რატომ გამოაქვეყნე ეს პატარა მესიჯი."
ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ ამის შემდეგ, არცერთ სხვა ფეხბურთელს იგივეს გამეორების სურვილი აღარ გაუჩნდებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, მეორე დღეს გასახდელში ყველას თვალწინ მოუწევდა ახსნა." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
კლოპმა ლივერპული 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.