იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრები არ არის ვალდებული ტიტულებს იგებდეს.
- 2026 წლის მუნდიალის წინ არ შემიძლია არ გკითხოთ, რა არის გერმანიის ნაკრების მაქსიმუმი ამ ტურნირზე?
„იულიან ნაგელსმანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის საუცხოო სპეციალისტია. მგონია, რომ კარგი გუნდი ჰყავს, განსაკუთრებით როცა ტრავმირებულები ბრუნდებიან.
თუმცა, უნდა მოვეშვათ ფიქრს, რომ თუ რომელიმე ტურნირზე ვმონაწილეობთ, ესეიგი ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ. არ ვიცი ზუსტი მიზეზები და არც მესმის, თუ რატომ უნდა იყოს ასე და რატომ უნდა ვცვალოთ ყველაფერი, თუ ნახევარფინალში ან 1/4 ფინალში გავვარდებით.
სხვა ქვეყნები - ესპანეთი და საფრანგეთიც ზედმეტად კარგები არიან. ან ინგლისი, რომელსაც ბოლო წლებში გაცილებით მეტის მოგება შეეძლო, მითუმეტეს მისი შემადგენლობის ფონზე." - აღნიშნა ლივერპულის ექს-თავკაცმა.