ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

რეალი-იუვე, მამარდა აინტრახტთან - ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღე
ფეხბურთიფეხბურთი

რეალი-იუვე, მამარდა აინტრახტთან - ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღე

20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღეს საინტერესო მატჩები გაიმართება.


ნაადრევ შეხვედრაში სან მამესზე ატლეტიკი ყარაბაღს უმასპინძლებს, რომელმაც სეზონი საოცრად დაიწყო.


აზერბაიჯანულმა გუნდმა ლისაბონში ჯერ ბენფიკა დაამარცხა, შემდეგ კი სახლში კოპენჰაგენს მოუგო და 6 ქულა აქვს, ბილბაოს კი არსენალთან და დორტმუნდთან წაგებების შემდეგ ჯერ კიდევ 0 ქულა აქვს და ყარაბაღთან პირველი ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს.


პარალელურად, გალათასარაი, რომელმაც წინა ტურში ლივერპულს მოუგო სახლში ბოდო/გლიმტს მიიღებს, რომელმაც ორივე მატჩი 2-2 ითამაშა, ჯერ პრაღის სლავიასთან და შემდეგ ტოტენჰემთან.


დღის და ალბათ მთლიანად ტურის ცენტრალური მატჩიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც მადრიდის რეალი იუვენტუსს დაუპირისპირდება.


ალონსოს გუნდი მარსელთან და კაირათთან მოგებების შემდეგ შეეცდება ტურინელებიც დაამარცხოს, ტუდორის შეგირდები კი შეეცდებიან 2 ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ (დორტმუნდი, ვილიარეალი) ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვონ.


საოცარ ფორმაშია კილიან მბაპე, რომელმაც კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ 11 მატჩში შეძლო გოლის გატანა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას 5 გოლით ლიდერობს.


სავარაუდო შემადგენლობები 


რეალი - კურტუა; ვალვერდე, ჰაუსენი, ედერ მილიტაო, კარერასი; არდა გიულერი, ჩუამენი, ბელინგემი; მასტანტუონო, მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი


იუვენტუსი - დი გრეგორიო; რუგანი, კელი, გატი; კამბიასო, კოოპმაინერსი, ლოკატელი, კალულუ; ფრანსისკო კონსეისაუ; დავიდი, ქენან ილდიზი


მორიგი გამოწვევა ელის გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ლივერპულთან ერთად ფრანკფურტს ეწვევა და ადგილობრივ აინტრახტს დაუპირისპირდება.


ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში, პირველ მატჩში აინტრახტმა გალათასარაი გაანადგურა 5-1, ლივერპულმა კი ატლეტიკოს მოუგო 3-2. მეორე შეხვედრაში გერმანელები ატლეტიკოსთან განადგურდნენ 5-1, ინგლისელებმა კი გალათასარაისთან წააგეს 1-0.


სლოტის გუნდს ზედიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული და ენფილდზე მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ, შეეცდება წაგებათა სერია დაასრულოს.


სავარაუდო შემადგენლობები


აინტრახტი - ზეტერერი; კრისტენსენი, კოლინსი, კოხი, თეტი; ლარსონი, ჩაიბი; დოუნი, უზუნი, ბრაუნი; ბურკარდტი


ლივერპული - მამარდაშვილი; ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი; მაკ ალისტერი, გრავენბერხი; სალაჰი, სობოსლაი, გაკპო; ისაკი


საინტერესო მატჩი შედგება ლონდონშიც, სადაც ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე აიაქსს მიიღებს. ყველას გვახსოვს ამ გუნდებს შორის უხვგოლიანი თამაში, რომლის გამეორების იმედი ახლაც გვაქვს.


ჩელსი პირველ ტურში ბაიერნთან დამარცხდა, მეორე მატჩში კი ბენფიკას მოუგო. რაც შეეხება აიაქსს, ამსტერდამელები ინტერთან და მარსელთან მშრალად წაგებული თამაშების შემდეგ 0 ქულით ლიგის ფაზაში ბოლო ადგილზე არიან.


სავარაუდო შემადგენლობები


ჩელსი - სანჩესი; ჯეიმსი, ტოსინი, ფოფანა, კუკურელია; კაისედო, ლავია; ნეტუ, ბუონანოტე, გარნაჩო; ჯორჯი


აიაქსი - იაროში; გააეი, შუტალო, ბაასი, როსა; კლაასენი, გლუხი, ტეილორი; ედვარდსენი, ვეგჰორსტი, გოდტსი


20:45


ატლეტიკი - ყარაბაღი

გალათასარაი - ბოდო/გლიმტი


23:00


ატალანტა - სლავია 

ბაიერნი - ბრიუგე

ჩელსი - აიაქსი

აინტრახტი - ლივერპული

მონაკო - ტოტენჰემი 

რეალი - იუვენტუსი

სპორტინგი - მარსელი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იუვენტუსი
რეალი
ლივერპული
ჩემპიონთა ლიგა
პრევიუ
გიორგი მამარდაშვილი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური - ყველა მატჩის შედეგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური - ყველა მატჩის შედეგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური - ყველა მატჩის შედეგი

News image

6 სთ წინ

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე

News image

6 სთ წინ

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?

News image

5 სთ წინ

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ